
[Intro] [Pre-Verse] თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი, გეკარგებოდა მოსვლის იმედი; [Hook] მე კი შორიდან გითვალთვალებდი, ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი. [Verse 1] მე მახარებდა შენი ჩივილი, შენი ბუზღუნი და საყვედური. ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით, მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული. [Chorus 1] ხან შემხაროდი, შემჟღურტულებდი, როგორც საკუთარ ბუდეს მერცხალი, ხანაც დარდიანს გამისტუმრებდი, რაღაც უთქმელი ეჭვით შემწყრალი. [Verse 2] ვცდილობდით და-ძმად მოვჩვენებოდით სუყველა უცხოს... მაგრამ, ერთხელაც, ვინმე ნაცნობს რომ შევჩეხებოდით, გაიღიმებდა მრავლისმეტყველად. [Pre-Chorus] ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი, ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი, ისევ იმგვარად ხარ სასურველი, ჩემი ოჯახის... დიასახლისი. [Chorus 2] განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად, ჩემი ოჯახის პატარა ია... ისე კი გული მეთანაღრება, შეყვარებული რომ აღარ გქვია... [Solo - KEY CHANGE] [Final Chorus] განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად, ჩემი ოჯახის პატარა ია... ისე კი გული მეთანაღრება, შეყვარებული რომ აღარ გქვია... [End]

Try the #1 AI Music Generator today and turn your text into music instantly. Create professional, royalty-free songs in under 60 seconds.