
[Intro] [Verse 1] მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი, ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს, მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ - ნიავი და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს. [Verse 2] და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა და მიწად ვიქეცით როცა, მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა, ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა. [Chorus] გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი - თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: [Post-Chorus] წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის... (2x) [Solo - KEY CHANGE UP] [Verse 3] მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს. ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ. [Chorus] გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი, რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი - თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი, ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის: [Post-Chorus] წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული, ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის... (2x) [Slow Fade Out] მე ასე მგონია... ...მგონია...

Try the #1 AI Music Generator today and turn your text into music instantly. Create professional, royalty-free songs in under 60 seconds.