
[Intro] ერთი დილის ისტორია... [Verse 1] დილა გათენდა მზიანი, ქათმის მივირთვი წვნიანი, ზედ ბუტერბროდი მთლიანი, ყავაც დავლიე რძიანი. მოვიწესრიგე სამოსი, თმების დავტკეპნე ქაოსი, ავიკაპიწე პათოსით, საყელო ჩემი პალტოსი. გასვლისას სარკეს გავხედე, ჩემს თავს ავხედე, ჩავხედე, ძილი მტვერივით გავხვეტე, კარი გარედან დავკეტე. [Chorus] გარეთ უაზროდ ციოდა, თავზე ფიფქები მცვიოდა, ქარი გიჟივით კიოდა, თითქოს რაღაცა სტკიოდა. ვიფიქრე, ასეთ გრიგალში, რად არ გავჩერდი ბინაში? კისერს მოვიტეხ სრიალში, ამ გადარეულ გრიგალში. [Verse 2] კისერ მოტეხილ ყმაწვილსა, ვით უპატრონო ძაღლისა, მომასწავებლად ავისა, მომკლავს სიცივე ქარისა. ოხრად დამრჩება წვნიანი, ზედ ბუტერბროდიც მთლიანი, ყავაც თბილი და რძიანი, დილაც ვითომდა მზიანი. [Verse 3] ხო და შევშინდი ძალიან, ასე სიკვდილით ადრიან, და „მივაფურთხე“ საქმიან, შეხვედრას ძალზე სარფიანს. ხო და იმედით ღმერთისა, ლანძღვა-გინებით ბედისა, ხიდზე გავრბივარ ბეწვისა, მივქრი სისწრაფით ელვისა. [Chorus] გარეთ უაზროდ ციოდა, თავზე ფიფქები მცვიოდა. [Verse 4] გათოშილი შევხტი სახლში, მოვისროლე პალტო ზამშის, დავიფიცე - ასეთ ქარში, ვიჯდე სახლში, ან და ბარში. გამოვცოცხლდი, გათბა ძვლები, აღარ მიკანკალებს ყბები, მივხვდი: უკვე აღარ ვკვდები, და წინ მელის ბევრი წლები. ამ ბედნიერ გადარჩენამ, ის საწყალი გამახსენა, ვისაც ჰქონდა ჩემი რწმენა, დღე და ღამე ვინც ათენა. დავურეკე მობილურით, აზრი მქონდა გონივრული, შევთავაზე მაგიური, რვა ნომერი მშობლიური. [Verse 5] იმან მითხრა: დამასწარი, აზრი მქონდა მაგდაგვარი, ამინდია არამყარი, და გვაწუხებს იანვარი. სახლთან ახლოს რესტორანი, ხაჭაპური ფენოვანი, და ხინკალი ცეცხლოვანი, სადღეგრძელოც ხატოვანი. მშობლიურის იყო ჭარბად, მივირთმევდით ღვინოს ხარბად, საქმე მოგვეჩვენა ყალბად, მეგობრობა კიდევ - ნაღდად. [Outro] გაუმარჯოს ნაღდ მეგობრობას... იანვარი ვერაფერს დაგვაკლებს.

Try the #1 AI Music Generator today and turn your text into music instantly. Create professional, royalty-free songs in under 60 seconds.