
[Intro] [Verse 1] ველოდით მზეს - ამოდის მთვარე, სითბო გვინდოდა - თოვლია გარეთ. წყალი მოგვწყურდა - ამოშრა წყარო, რა დაგიშავეთ ხალხმა უფალო? [Pre-Chorus] რა დაგიშავეთ ხალხმა უფალო? [Chorus] პოეტს ლექსები გამოელია, მომღერალს უცბად ჩაუწყდა ხმა. სადღაც სიკვდილის დაფრინავს ტყვია, დაგვემხო თავზე მიწა და ცა. [Verse 2] სადღაც არკვევენ ჩვენს ბედს და იღბალ, დარდით აღსავსე რჩეული ჯგრო, მუშტებს უქნევენ ერთმანეთს მედგრად, გონიათ ხალხი უსულო ბრბო. [Pre-Chorus] გონიათ ხალხი უსულო ბრბო. [Chorus] იქ მუდამ ისმის ლანძღვა-მუქარა, სულმოუთქმელად ნაყავენ წყალს, ამ დროს დაფრინავს სადღაც ის ტყვია, რომელიც ბოლოს მოხვდება ხალხს. [Bridge] მოგვეცი ღმერთო რწმენა და რჩევა, გვასწავლე ღმერთო აქედან გზა, შენ გევედრებით შენი შვილები, აღარ გვაქვს ძალა, გაგვიწყრა ცა. [Final Chorus] სადღაც დაფრინავს ისევ ის ტყვია, რომელიც ბოლოს მოხვდება ხალხს. სადღაც დაფრინავს ისევ ის ტყვია, რომელიც ბოლოს მოხვდება ხალხს. [End]
