
[Intro] [Verse 1] ახლა რომ მოქრის ნიავი ნელი და გაზაფხულის მოაქვს სურნელი, კვლავ ვარ ჰურიის მსგავსი სატრფოს და მაცოცხლებელი ღვინის მსურველი. დღეს გლახაკს თავი მეფე ჰგონია, ნუ სძრახავთ, ეს რომ მოუგონია, მდელოზე სუფრა გაუშლია და თავს დასდგომია კარვად ღრუბელი. [Verse 2] საოცარ ზღაპრებს ყვება აპრილი, ჩუმად ღიღინებს მდელო და ველი.... არ მიატოვო ნაღდი ადგილი, ნისიას ეძებს მხოლოდ სულელი. ღვინით აღივსე თასი გულისა, სანამ საწუთრო მთლად გაგულისდა და გადაზილა მტრების გულისად ჩვენი მტვრისაგან თიხის ჭურჭელი. [Chorus] შენ თუ ურწმუნომ მოგცა სანთელი, არ დაეცემა შენს გზას ნათელი... სად გაგონილა, რომ იყოს მტერი ან უანგარო ან უშურველი?! (2x) [Post-Chorus] ან უანგარო ან უშურველი?! [Instrumental Solo - KEY CHANGE] [Verse 3] ნუ მკითხავთ - „ღვინოს შენ რატომ სვამო?!" და ნუ გამკიცხავთ სიმთვრალის გამო, ეს ბედისწერის განჩინებაა, შეუცნობელი და უკურნელი. ფეხის გადადგმა ნუ გენანება, ჰაფეზის კუბოს მიჰყევ ბოლომდე.... ის სამოთხისკენ მიექანება, თუმცა ცოდვის ზღვა იყო ულევი. [Chorus] შენ თუ ურწმუნომ მოგცა სანთელი, არ დაეცემა შენს გზას ნათელი... სად გაგონილა, რომ იყოს მტერი ან უანგარო ან უშურველი?! (2x) [Post-Chorus] ან უანგარო ან უშურველი?! [Hook] აბა რა... აბა რა... [Chorus] შენ თუ ურწმუნომ მოგცა სანთელი, არ დაეცემა შენს გზას ნათელი... სად გაგონილა, რომ იყოს მტერი ან უანგარო ან უშურველი?! [Post-Chorus] ან უანგარო ან უშურველი?!

Попробуйте лидирующий генератор музыки на базе ИИ уже сегодня и мгновенно превращайте текст в музыку. Создавайте профессиональные песни без авторских отчислений менее чем за 60 секунд.