
[Intro] [Verse 1] თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებებს, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები, შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს [Pre‑Chorus] და აქ, თბილისში თვით მათხოვარს შევეცოდები. [Chorus 1] მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით, ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს, წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს [Bridge — Sax and Overdriven GuitarSolo] [Verse 2] ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში, როცა საშინლად გამაშავებს ღამის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, [Pre‑Chorus] და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი. [Chorus 2] კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები, თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა, ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე! [Hook] მე, გაჭირვებულს, ღმერთო, შემინდე! ღმერთო, შემინდე! ღმერთო... ... ... შემინდე! [Outro - Sloe Fade Out] [End]

Experimente o nº 1 Gerador de Música por IA hoje e transforme o seu texto em música instantaneamente. Crie faixas profissionais, isentas de direitos autorais, em menos de 60 segundos.