
[Intro] [Verse 1] ბევრი ცოდნა შევიძინე, ბევრი ვტეხე ღამე, ბევრი სიბრძნე შევიცანი, ძლიერ ბევრი და მე მოვიპოვე ამის გამო იმოდენა ცოდნა, რომ მივუხვდი - ქვეყანაზე არ მცოდნია რამე. [Verse 2] ამაქვეყნიურ ჩვენებათა არსება ბნელი რომ განგიმარტო, გამომივა ზღაპარი გრძელი, ეს ჩვენებანი ზღვის სიღრმიდან ამოტივტივდნენ, და ცოტა ხანში, კვლავ ზღვის ფსკერზე ჩაძირვა ელით. [Chorus] რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი წელი თუ ასი, სულერთი არის, ამას მაინც ერთი აქვს ფასი. გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი გლახაკი ბაზრის, შე საცოდავო, მაინც წახვალ, არა აქვს აზრი! [Verse 3] რაც ამ ქვეყნად კი გვებადა, თვალით მიგვეფარა, რაც არ გვქონდა, იგი ხომ სულ არ არის და არა. ცხოვრებაზე ნუ იდარდებ, დარდად არ ღირს იგი. მხნედ იყავი, სულერთია, რაც გაქვს, ისიც კმარა. [Hook] მიმინო ვიყავ, მსურდა ფრენა სამყაროს გარეთ, ცის კამარაზე ვოცნებობდი, დევნილი ქარით, ვეღარსად ვპოვე კაცი - გულის მესაიდუმლე, და გაველ გარეთ, რომ შემოველ, იმავე კარით. [Chorus] რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი წელი თუ ასი, სულერთი არის, ამას მაინც ერთი აქვს ფასი. გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი გლახაკი ბაზრის, შე საცოდავო, მაინც წახვალ, არა აქვს აზრი! [Outro - Full Choir] არა აქვს... ... აზრი! [Fade Out]

지금 최고의 AI 음악 생성기를 사용해 보고 텍스트를 즉시 음악으로 바꿔보세요. 60초 안에 전문적이고 로열티 없는 노래를 만들어 보세요.