
[Intro] [Verse 1] თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებებს, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები, შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს [Pre‑Chorus] და აქ, თბილისში თვით მათხოვარს შევეცოდები. [Chorus 1] მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით, ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს, წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს [Bridge — Sax and Overdriven GuitarSolo] [Verse 2] ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში, როცა საშინლად გამაშავებს ღამის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, [Pre‑Chorus] და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი. [Chorus 2] კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები, თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა, ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე! [Hook] მე, გაჭირვებულს, ღმერთო, შემინდე! ღმერთო, შემინდე! ღმერთო... ... შემინდე [Outro - Sloe Fade Out] [End]

지금 최고의 AI 음악 생성기를 사용해 보고 텍스트를 즉시 음악으로 바꿔보세요. 60초 안에 전문적이고 로열티 없는 노래를 만들어 보세요.