თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი...

თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი...

Tamuna Kobalava
Tamuna Kobalava
acid jazz, jazz-rnb ballad, 115 BPM, laid-back swing, slap bass ghost notes, wah guitar chanks, Rhodes comping, brushed snare backbeat, muted trumpet harmonies, synth bass octave doubles, live room drums, tape saturation, plate reverb, stereo delay throws, smoky baritone vocals, bittersweet longing
1 08/6/2026
Lyrics

[Intro] [Verse 1] თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი, გეკარგებოდა მოსვლის იმედი; მე კი შორიდან გითვალთვალებდი, ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი. [Verse 2] მე მახარებდა შენი ჩივილი, შენი ბუზღუნი და საყვედური. ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით, მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული. [Chorus 1] ხან შემხაროდი, შემჟღურტულებდი, როგორც საკუთარ ბუდეს მერცხალი, ხანაც დარდიანს გამისტუმრებდი, რაღაც უთქმელი ეჭვით შემწყრალი. [Verse 3] ვცდილობდით და-ძმად მოვჩვენებოდით სუყველა უცხოს... მაგრამ, ერთხელაც, ვინმე ნაცნობს რომ შევჩეხებოდით, გაიღიმებდა მრავლისმეტყველად. [Pre-Chorus] ისევ ისე აქვს შენს ხმას სურნელი, ისევ ისეთი მოგაქვს ხალისი, ისევ იმგვარად ხარ სასურველი, ჩემი ოჯახის... დიასახლისი. [Chorus 2] განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად, ჩემი ოჯახის პატარა ია... ისე კი გული მეთანაღრება, შეყვარებული რომ აღარ გქვია... [Solo - KEY CHANGE] [Final Chorus] განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად, ჩემი ოჯახის პატარა ია... ისე კი გული მეთანაღრება, შეყვარებული რომ აღარ გქვია... [End]

사운드의 미래를 창조할 준비가 되셨나요?

지금 최고의 AI 음악 생성기를 사용해 보고 텍스트를 즉시 음악으로 바꿔보세요. 60초 안에 전문적이고 로열티 없는 노래를 만들어 보세요.