
[Intro - Acappella] მმმ..... [Verse 1] გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი, ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე. ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება, ვით ღიმილი, ფერმიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე... [Chorus 1] ამოვდივარ!.. ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები. ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს, მთის მწვერვალო, მაგ შენ კალთებს ნუ ელტვიან იმედები, მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს! (უღელს ნუ დაგადებს) [Bridge- Key Change] [Verse 2] ნისლში მყოფი არემარე ნანგრევების არის ჩრდილი, არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე. ყოველი ხე და სამარე, ხევხუვებში მოფენილი, არის უღვთოდ მოწყენილი. [Chorus 2] ამოვდივარ!.. გულისნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები, როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს!.. მალე, მალე ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები, ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს!.. (თოვლით შემოსილ მთებს) [Slow Fade Out]

지금 최고의 AI 음악 생성기를 사용해 보고 텍스트를 즉시 음악으로 바꿔보세요. 60초 안에 전문적이고 로열티 없는 노래를 만들어 보세요.