
[Intro] [Verse 1] ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი, თითქო ალერსს ევედრება და ჩურჩული ისმის წყნარი. მაგრამ მალე დაღლილ ყვავილს გაშორდება ცელქი ქარი, გაიტაცებს ობოლ ყვავილს სწრაფ-უმიზნო ნიაღვარი. [Verse 2] გატაცებულ მგოსნის ჰანგებს გაგიჟებით ისმენს ქალი, თითქო სურს რომ ამ ჰანგებში გარდაიქმნეს ძილგამკრთალი. მაგრამ მალე ცელქი ქალი, ვით ყვავილებს თეთრი მტვერი, გაშორდება დაღლილ მგოსანს, მობეზრდება ყველაფერი. [Chorus 1 - Choir] მე მინახავს, ყვავილებზე მონავარდე თრთის პეპელა, აშრობს და სცლის ყვავილის გულს ისე ნაზად, ისე ნელა… მაგრამ მალე ყვავილის მტვერს კმაყოფილი მოსცილდება, ყვავილი სულს განუტევებს, პეპელა კი პეპლად რჩება! [Hook] პეპელა კი პეპლად რჩება! [Verse 3] ასე მგოსნის წრფელ სიმღერას ქალის ნაზი სევდა ბურავს, სულ ქალი სვამს ამ სიმღერას, სანამ მთლად არ ამოსწურავს, ამოაშრობს გრძნობიერ გულს, საუკუნოდ მოსცილდება, სიმებს დასწყვეტს საბრალო ქნარს და ქალი კი ქალად რჩება. [Pre-Chorus] დავიღალე მე ამ ამბით… თქვენ, მხატვრებო, თქვენც, მგოსნებო, დაგრჩათ კიდევ ქალში რამე სანეტარო, საოცნებო? [Chorus 2 - Choir] მე მინახავს, ყვავილებზე მონავარდე თრთის პეპელა, აშრობს და სცლის ყვავილის გულს ისე ნაზად, ისე ნელა… მაგრამ მალე ყვავილის მტვერს კმაყოფილი მოსცილდება, ყვავილი სულს განუტევებს, პეპელა კი პეპლად რჩება! [KEY CHANGE UP ONE TONE] [SOLO - E Minor] [Final Chorus - Choir] დავიღალე მე ამ ამბით… თქვენ, მხატვრებო, თქვენც, მგოსნებო, დაგრჩათ კიდევ ქალში რამე სანეტარო, საოცნებო? (x2) [End]

#1 AI音楽ジェネレーターを今すぐ試して、テキストを瞬時に音楽に変えましょう。プロ品質で著作権フリーの楽曲を60秒以内に作成できます。